სამხრეთ ჩინეთში წყალდიდობას ებრძვიან

სამხრეთ ჩინეთში ათიათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. კოკისპირულმა წვიმებმა წყალდიდობები და ღვარცოფები გამოიწვია.
ქვეყნის სახელმწიფო მედიის CCTV-ის ინფორმაციით, გუანდონგის პროვინციაში, ქალაქ მეიჟოუში, მდინარეების სონგიუანისა და შიკუს ნაპირებზე რეკორდულად დიდი წყალდიდობის გამო, სულ მცირე 47 ადამიანი დაიღუპა. მათივე ცნობით, 9 ივნისის შემდეგ, სტიქიამ სულ მცირე 55 ადამიანი იმსხვერპლა. ტელევიზიის მიერ გავრცელებულო კადრებში ჩანს წყალში ჩაძირული ურბანული რაიონებიც.
სამხრეთ გუანდონგის პროვინცია მსგავს სტიქიებს ყოველწლიურად, აპრილიდან სექტემბრამდე ებრძვის, მაგრამ ბოლო წლებში რეგიონი უფრო ინტენსიური წვიმებისა და ძლიერი წყალდიდობის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერების აზრით, კლიმატის კრიზისი ამინდს კიდევ უფრო ექსტრემალურს გახდის, სტიქიებს კი უფრო მეტად საშიშსა და ხშირს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა