სამხრეთ საფრანგეთში ტემპერატურის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ჰაერის ტემპერატურა ზოგან 31 გრადუს აღწევს, რაც წელიწადის ამ დროისთვის იშვიათი მოვლენაა.
სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მატებას ჩრდილოეთ აფრიკიდან მომავალი სითბური ტალღებით ხსნიან.
ესპანეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ორტეზში პარასკევს ჰაერის ტემპერატურამ 31 გრადუსს მიაღწია. ამავე რეგიონის ქალაქ ბიარიცში 4-დან 5 აპრილამდე პირველი „ტროპიკული ღამე“ დაფიქსირდა, ტემპერატურა მთელი ღამის განმავლობაში 20 გრადუსი იყო. შედარებისთვის, 2023 წელს ზაფხულის სეზონში ქალაქისთვის პირველი „ტროპიკული ღამე“ 7-8 ივნისს დაფიქსირდა.
ზღვის დონიდან 1 500 მეტრზე, მთებში მოსალოდნელია ტემპერატურის 2 გრადუსამდე მომატება, რაც აპრილის დასაწყისისთვის უჩვეულოა.
1tv.ge