„სამხრეთ ოსეთი” რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმის ჩატარებას მოსკოვთან განიხილავს – ალან ალბოროვი

ცხინვალი რუსეთთან მიერთებაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პარლამენტის“ თავმჯდომარემ, ალან ალბოროვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის” რუსეთთან შეერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება.
„ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ საკითხს ს ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“, – განაცხადა ალბოროვმა.
ალბოროვის მტკიცებით, მოსკოვი და ცხინვალი კოორდინირებულ „საგარეო პოლიტიკას“ ახორციელებენ.
„როცა ჩვენ რუსეთთან ერთად მივალთ ამ აზრამდე (შეერთების შესახებ), ამას გავაკეთებთ“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, 2023 წელს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტმა“, ალან გაგლოევმა იმედი გამოთქვა, რომ „რესპუბლიკა“ რუსეთს მალე შეუერთდება.

ასევე დაგაინტერესებთ