სამხრეთ ლიბანში, ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰამასის“ წევრი დაიღუპა

სამხრეთ ლიბანში, ს სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰამასის“ წევრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, სამხრეთ ლიბანში, ქალაქ ტვიროსის მახლობლად ისრაელმა დრონის გამოყენებით მანქანას დაარტყა, რომლითაც „ჰამასის“ წევრი გადაადგილდებოდა.
„ჰამასი“ აცხადებს, რომ გარდაცვლილი, ჰადი მუსტაფა ახლომდებარე რაშიდიეს ბანაკიდან იყო. ლიბანური მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, სირიელი მამაკაციც დაიღუპა, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ