სამხრეთ კორეის ცნობით, ჩრდილოეთმა კორეამ ბალისტიკური რაკეტა ისროლა ზღვისკენ

ჩრდილოეთმა კორეამ 14 იანვარს ბალისტიკური რაკეტა ისროლა ზღვისკენ, რაც ერთი თვის განმავლობაში მისი მხრიდან რაკეტის გამოცდის პირველი შემთხვევაა – აცხადებენ მეზობელი სახელმწიფოები.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბი აცხადებს, რომ რაკეტის გაშვება განხორციელდა, თუმცა არ აკონკრეტებს რამდენად შორ მანძილზე იფრინა იარაღმა. იაპონიის თავდაცვის სამინისტროც აცხადებს, რომ აქვს ცნობა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის შესაძლო გაშვებაზე, დეტალები არც მის განცხადებაშია მოტანილი.
ჩრდილოეთი კორეის მხრიდან ეს რაკეტის გაშვების პირველი შემთხვევაა მას მერე, რაც 18 დეკემბერს მან გამოსცადა თავისი ყველაზე მაღალტექნოლოგიური იარაღი – Hwasong-18-ი, მყარ საწვავზე მომუშავე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა. Hwasong-18 გამიზნულია -ის ტერიტორიის მისაღწევად.

ასევე დაგაინტერესებთ