სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის შესახებ პარლამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იუნ სუკ იოლის გადაყენების შემდეგ, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო 60 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე პრემიერ-მინისტრი ჰან დაკ-სუ გააგრძელებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მიმდინარეობისას იუნ სუკ იოლის გადაყენების მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მომიტინგეები სკანდირებდნენ :”ჩვენ გავიმარჯვეთ!”
ამასთან, იუნის მხარდამჭერები მის ოფიციალურ რეზიდენციასთან იყვნენ შეკრებილი. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ერთ-ერთი მომიტინგე პოლიციის ავტობუსის მინის ჩამტვრევისთვის დააკავეს.
შეგახსენებთ, პარლამენტმა იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი გასულ წელს, მის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო დაუჭირა, რამაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება