სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვაკვირდებით, დახმარების სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან რას მიიღებს

ვაკვირდებით, დახმარების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეა სგან რას მიიღებს, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩო ტაე-იულიმ განაცხადა.
კითხვაზე, გაუგზავნის თუ არა სეული კიევს იარაღს ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთის მხარეს მონაწილეობის საპასუხოდ, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ყველა შესაძლო სცენარი განიხილება“.
„კერძოდ, ვაკვირდებით ჩრდილოეთ კორეის ძალების მონაწილეობის დონეს და რა იქნება ის, რასაც დახმარების სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან მიიღებს. კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ ყველა ამ ფაქტორს გავითვალისწინებთ“, – განაცხადა ჩო ტაე-იულიმ.
ცნობისთვის, -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთში 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება, მათ შორის 8 000 კურსკის ოლქში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება – ტრამპს, ალიევსა და ფაშინიანს რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ

ლევან სანიკიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელსაც ვერც იურიდიული გაუქმება, ვერც პერსონალური რეპრესიები, ვერც დაპატიმრება, ვერც ფინანსური ბლოკადა, ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა ვერ შეუშლის ხელს, რომ გაათავისუფლოს საქართველო