სამხრეთ კორეის პარლამენტმა ექსპრეზიდენტ იუნ სოკ იოლის საქმიანობის გამოძიებას უყარა კენჭი

სამხრეთ კორეის საკანონმდებლო ორგანომ დიდი უპირატესობით დაამტკიცა კანონპროექტები, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის მიერ საომარი მდგომარეობის შემოღების მცდელობასა და მისი მეუღლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებებზე სპეციალური გამოძიების დაწყებას ითვალისწინებს. სამხრეთ კორეის პარლამენტს ლიბერალები მართავენ, პრეზიდენტი კი აქამდე კონსერვატორებს წარმოადგენდა, თუმცა ორი დღის წინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალების კანდიდატმა გაიმარჯვა.
ეროვნულმა ასამბლეამ ასევე მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს გამოძიების დაწყებას 2023 წელს წყალდიდობის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მაშინ სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს საზღვაო ქვეითი დაიხრჩო. ყოფილ პრეზიდენტს ამ ამბის მიჩქმალვის მცდელობაში ადანაშაულებენ.
სამხრეთ კორეის საკანონმდებლო ორგანომ მსგავსი კანონპროექტები აქამდეც მიიღო, თუმცა მაშინ მას პრეზიდენტი ადებდა ვეტოს. ახალი პრეზიდენტი, ლი ჯე-მიუნგი, მათ, სავარაუდოდ, ხელს მოაწერს.
ფორუმი