სამხრეთ კორეის დაზვერვა – ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს, სავარაუდოდ, 12 მილიონზე მეტი 152 მმ-იანი ჭურვი გადასცა

ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს სთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდებას უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდასაჭერად, – ინფორმაციას სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კორეის თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს, სავარაუდოდ, საერთო ჯამში, 152 მმ-იანი 12 მილიონზე მეტი ჭურვი მიაწოდა.
Yonhap-ი წერს, რომ გასული წლის ოქტომბრიდან ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ში წარმოებული ომის მხარდასაჭერად იარაღით და 13 000-მდე ჯარისკაცით დაეხმარა.
„სეულის სადაზვერვო სააგენტომ ივნისის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, ივლისში ან აგვისტოში რუსეთში დამატებით ჯარებს გაგზავნის“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
ipn.ge