სამხრეთ კორეის დაზვერვა – ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს, სავარაუდოდ, 12 მილიონზე მეტი 152 მმ-იანი ჭურვი გადასცა

ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდებას უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდასაჭერად, – ინფორმაციას სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კორეის თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს, სავარაუდოდ, საერთო ჯამში, 152 მმ-იანი 12 მილიონზე მეტი ჭურვი მიაწოდა.
Yonhap-ი წერს, რომ გასული წლის ოქტომბრიდან ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინაში წარმოებული ომის მხარდასაჭერად იარაღით და 13 000-მდე ჯარისკაცით დაეხმარა.
„სეულის სადაზვერვო სააგენტომ ივნისის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, ივლისში ან აგვისტოში რუსეთში დამატებით ჯარებს გაგზავნის“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება