სამხრეთ კორეა განიხილავს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას

სეულმა დაგმო ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება და არ გამორიცხა, გადახედოს თავშეკავებულ პოზიციას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჩანგ ჰო-ჯინმა განაცხადა, რომ „ნებისმიერი თანამშრომლობა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ეხმარება ჩრდილოეთ კორეას სამხედრო ძალაუფლების გაზრდაში, არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა და ექვემდებარება საერთაშორისო საზოგადოების მონიტორინგს და სანქციებს“.
„ჩვენ ვგეგმავთ გადავხედოთ უკრაინის იარაღით მხარდაჭერის საკითხს“, — დასძინა მან, რაც Yonhap News-ის ცნობით, მიუთითებს სამხრეთ კორეის პოლიტიკის შეცვლაზე, რომელიც აქამდე უარს ამბობდა უკრაინის ლეტალური იარაღით დახმარებაზე.
პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სამხრეთ კორეა შეინარჩუნებს სტრატეგიულ ბუნდოვანებას იარაღის ტიპებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება მიეწოდოს ს. სამთავრობო წყაროების ცნობით კი, სიაში შეიძლება იყო საჰაერო თავდაცვის სისტემები.
სამხრეთ კორეა ასევე დამატებით სანქციებს დაუწესებს ოთხ რუსულ გემს, ხუთ ორგანიზაციას და რვა პირს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღისა და ნავთობის ტრანსფერში.
სეული 243 ახალ პროდუქტს დაუქვემდებარებს რუსეთში ექსპორტის კონტროლს. შედეგად, სანქციების ქვეშ 1402 პროდუქტი მოექცევა.
ფხენიანში ს ვიზიტის ფარგლებში, რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას ერთ-ერთი მხარის მიმართ აგრესიის შემთხვევაში“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა