სამხრეთ კორეაში ძლიერმა წვიმებმა სტიქია გამიწვია. წყალდიდობასა და მეწყერს 19 ადამიანი ემსხვერპლა, 9 კი დაკარგულად ითვლება.
სტიქიის ეპიცენტრი იყო დედაქალაქ სეულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 60 კილომეტრით დაშორებულ დასახლებული პუნქტი გაპიონგი. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები, ტრანსპორტი კი გაიტაცა წყალმა.
Reuters იაპონიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დრომდე აღრიცხულია სტიქიის შედეგად დაზიანებული 1999 საჯარო და 2238 კერძო ობიექტი.
გუშინ, 20 ივლისს, დაახლოებით 17-საათის განმავლობაში ძლიერი წვიმა იყო. დღეს, 21 ივლისს, ნალექის რაოდენობამ შედარებით იკლო. თუმცა ადგილობრივი მეტეოროლოგები სახელმწიფო უწყებებსა და მოსახლოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.




