სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის ჭამის აკრძალვას გეგმავენ

სამხრეთ კორეის მთავრობა და მმართველი პარტია „ხალხის ძალა“ წლის ბოლომდე ძაღლის ხორცის ჭამის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებას გეგმავენ. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Yonhap-ი იტყობინება.
„დადგა დრო, ჩვენმა საზოგადოებამ უარი თქვას ძაღლის ხორცის მოხმარებაზე, თუ გავითვალისწინებთ შინაური ცხოველების პოპულაციის ზრდას, გაზრდილ ცნობიერებასა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ყოფნას“, – განაცხადა მმართველი პარტიის წევრმა იუ იი დონმა.
სავარაუდოდ, ძაღლის ხორცის გაყიდვა სრულად 2027 წლიდან აიკრძალება. ძაღლების ფერმების, სასაკლაოების და რესტორნების წარმომადგენლებმა უნდა წარმოადგინონ გეგმა იმისა, თუ როგორ აპირებენ ძაღლის ხორცის გაყიდვის შეწყვეტას.
კანონის მიღებას მხარს უჭერს სამხრეთ კორეის სიდიდით მეორე „დემოკრატიული პარტია“, რომელიც ამჟამად ოპოზიციაშია.