სამხრეთ კორეაში ექსპორტის კუთხით უკვე გვაქვს დადებითი შედეგები – ლევან მეხუზლა

სამხრეთ კორეაში ექსპორტის კუთხით უკვე გვაქვს დადებითი შედეგები. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა “ბიზნესი რუსთავი 2”-ზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, როგორც კი საქართველოს კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება,დიდი ალბათობით ეს შედეგები პოზიტიური იქნება.
როგორც მეხუზლა აცხადებს, სამწუხაროდ გლობალურ ბაზარზე ღვინის მოხმარება შემცირებულია. 2023 წლის მონაცემებით, ღვინის რეალიზაცია 6%-ით არის დაკლებული. ამ ფონზე კი ქართული ღვინის ექსპორტი გაზრდილია, რაც კიდევ უფრო სასიხარულოა.
მისივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, ქართული ღვინის ექსპორტი 25%/-ით გაიზარდა.ლევან მეხუზლას ცნობით, 2024 წლის პირველ 6 თვეში ქართული ღვინო მსოფლიოს 60 ქვეყანაში გავიდა.
“რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ფასი კიდევ უფრო მეტი გახდეს, თუმცა ბოლო 2 წელი საკმაოდ კმაყოფილები ვართ შედეგებით და მდგომარეობა ექსპორტის თვალსაზრისით დასტაბილურებულია. 2023 წლის მონაცემებით, 1 ლიტრზე გადათვლით დაახლოებით, 40 ცენტით მოიმატა ქართული ღვინის ფასმა, რაც ძალიან კარგი შედეგია და ჩვენ ამ მაჩვენებლით მუდმივად ვრჩებით ტოპ 7 ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. არის პოტენცია, რომ ეს შედეგი გავაუმჯობესოთ. ჩვენ შემთხვევაში გარკვეული ბაზრები მეტს იხდიან.
მაგალითად, -ში და იაპონიაში, 1 ლიტრზე გადათვლით ფასი ძალიან მაღალი, 5 დოლარი და უფრო მეტიც გვაქვს. თუმცა საბოლოო ჯამში იმ ფასს ვინარჩუნებთ, რომ მუდმივად ვიყოთ ტოპ 5 ქვეყანაში. სამიზნე ქვეყნებში ზრდის ძალიან დიდი პოტენციალია, რასაც გერმანიის მაგალითზე ვხედავთ. მეორე წელია 50%-მდე ზრდა გვაქვს. ასევე, ძალიან წარმატებული წელი გვაქვს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის მიმართულებით, რაც ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. ეს არ გამორიცხავს გაცნობითი ხასიათის ღონისძიებების ჩატარებას თუნდაც საფრანგეთში, ან შედარებით ეგზოტიკურ ქვეყნებში”, – აცხადებს ლევან მეხუზლა.
bp.ge