სამხრეთ კორეაში, ექიმების გაფიცვის გამო, ქვეყნის რამდენიმე საავადმყოფოში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა

სამხრეთ კორეაში, ექიმების გაფიცვის გამო, ქვეყნის რამდენიმე საავადმყოფოში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა.
Reuters-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში სამხრეთ კორეელი ახალგაზრდა ექიმების 2/3-ზე მეტი გაიფიცა.
მედიის ინფორმაციით, ექიმების პროტესტი სამხრეთ კორეის მთავრობის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, როლის მიხედვითაც, ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით სამედიცინო სასწავლებლებში სტუდენტების დიდ ნაკადს მიიღებენ.
ამასთან, სამედიცინო სფეროში დასაქმებულები უკეთეს ანაზღაურებასა და სამუშაო პირობებს ითხოვენ. სამხრეთ კორეის ხელისუფლება იმ ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს უვლიან, დაუყოვნებლივ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პატიმრობა ელით.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – ვაშაძის 8-პუნქტიანი გეგმა ამბობს, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა და წარმატებისთვის აუცილებელია ერთიანობა, რეჟიმს არ მივცეთ ჩვენი გაყოფის შესაძლებლობა – „გათიშე და იბატონე“, ამას მიმართავს ივანიშვილი და ვინც ერთობაში არ არის, ივანიშვილის მხარესაა