სამხრეთ კაროლინა – კიდევ ერთი გამოცდა ნიკი ჰეილისთვის

სამხრეთ კაროლინის შტატში კვირის ბოლოს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერები იმართება. დონალდ ტრამპს სურს, რომ ეს ნიკი ჰეილისთვის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლის ბოლო ეტაპი იყოს. ჰეილის სურს რბოლაში სულ მცირე ე.წ. “სუპერ სამშაბათამდე” დარჩეს. რამდენიმე შტატში კენჭისყრა მარტის დასაწყისში იმართება და მას “სუპერ სამშაბათს” უწოდებენ.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ სამხრეთ კაროლინაში დონალდ ტრამპს მკაფიო უპირატესობა აქვს. შაბათს დაგეგმილ პრაიმერებში მისი ოპონენტი მხოლოდ ნიკი ჰეილია, ყოფილი დიპლომატი, რომელიც სწორედ ამ შტატის გუბერნატორის პოსტს ორი ვადით იკავებდა.
მართალია ჰეილის წარმატება უფროდაუფრო ნაკლებ სავარაუდო ხდება, მაგრამ მისი კამპანიის წარმოომადგენლები ამბობენ, რომ ის შედეგების მიუხედავად, ბრძოლას განაგრძობს.
ანალიტიკოსების აზრით, ტრამპს სურს, რომ “რესპუბლიკელთა რბოლა” რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, რომ მან შეძლოს მთელი დროისა და ყურადღების ბაიდენის საწინააღმდეგო გამოსვლებისთვის დათმობა. ამასთან, ტრამპის კამპანიის მესვეურები უკვე მიანიშნებენ, რომ საყოველთაო არჩევნების უფრო აქტიურ ფაზაში დემოკრატ პრეზიდენტზე პირდაპირ თავდასხმებს გააძლიერებენ.
ტრამპისთვის ჰეილის კანდიდატობა სხვა პრობლემებზე მინიშნებაცაა. მათ შორის იმაზე, რომ პარტიის შიგნით, უამრავ რესპუბლიკელ ამომრჩეველს, მეტწილად უმაღლესი განათლების მქონეს და დიდი ქალაქების გარეუბნებში მცხოვრებლებს არ სურთ ტრამპის და მისი ღირებულებების მხარდაჭერა. ანალიტიკოსების აზრით, ტრამპის კამპანიაში სერიოზულად უნდა შიშობდნენ იმის გამო, რომ ეს ამომრჩეველი ჯო ბაიდენს მისცემს ხმას, ან სულ სხვა კანდიდატს, ან სულაც კენჭისყრის დღეს შინ დარჩება. ტრამპს ახლა იმის ჩვენება სჭირდება, რომ პარტიის ამომრჩევლის სრული მხარდაჭერა აქვს და ბაიდენის დამარცხება შეუძლია. საკუთარ მშობლიურ შტატში ნიკი ჰეილის დამარცხების შემთხვევაში კი მისი პოზიციები კიდევ უფრო გამყარდება.
რაც შეეხება ნიკი ჰეილის, რბოლაში მისი დარჩენა კიდევ უფრო რთული გახდება, თუკი ის საკუთარ შტატში დიდი განსხვავებით დამარცხდება. ის უკვე სერიოზულად ჩამორჩებოდა ტრამპს აიოვასა და ნიუ-ჰემფშირში. ნომინაციისთვის ბრძოლიდან გამოთიშვის თაობაზე მასზე წნეხი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუმცა ჰეილი, რომელიც ტრამპმა გაეროში ელჩად დანიშნა, ახლა ცდილობს იმ რესპუბლიკელების სახელით ისაუბროს, ვისაც სთვის ხმის მიცემა არ სურს. შესაბამისად, ამ სტრატეგიამ შეიძლება მას გარკვეული წარმატება მოუტანოს კიდეც. ის ხაზს უსვამს დონალდ ტრამპის მიდგომას ეროვნული უსაფრთხოებისადმი. განსაკუთრებით კი იმ განცხადებას, როცა ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ წაახალისებდა კიდეც რუსეთს თავს დასხმოდა ნატოს წევრ იმ ქვეყნებს, ვინც საკმარის თანხას არ ხარჯავს თავდაცვაზე.
ჰეილის ამომრჩევლის დიდი ნაწილი ან ტრამპით უკმაყოფილო რესპუბლიკელები, ან დამოუკიდებელი ამომრჩევლები არიან, რაც მას უპირატესობას ვერ უქმნის. ამიტომ, ზედიზედ რამდენიმე მარცხის შემდეგ, ტრამპის საბაზისო ამომრჩევლის ნაწილის მიმხრობის გამოწვევის გარდა, მისთვის იმის დამტკიცებაც უფრო რთული ხდება, რომ სერთოდაც ანგარიშგასაწევი კანდიდატია, თუნდაც შემდგომ არჩევნებზე. მისი კამპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ ის რამდენიმე სტატში – მაგალითად, ტეხასში, ჩრდილოეთ კაროლინაში და ვირჯინიაში დაწინაურდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”