სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი – მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ საქმის მოსმენა 11-12 იანვარს გაიმართება

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ს წინააღმდეგ საქმის მოსმენა 11-12 იანვარს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის პრესსპიკერი, კლეისონ მონიელა ავრცელებს.
„მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ საქმის მოსმენა, რომელიც სამხრეთ აფრიკამ მოითხოვა, 2024 წლის 11-12 იანვარს დანიშნა. ჩვენი ადვოკატები ამისთვის ემზადებიან“, – წერს კლეისონ მონიელა X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ცნობისთვის, ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგება, რათა ღაზაში გენოციდის შესახებ სამხრეთ აფრიკის ბრალდებებს შესაბამისი პასუხი გასცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი ტომ სალივანის განცხადებაზე – ეს ჰაერიდან მოტანილი სიტყვებია, ცოტა გასაკვირი და გულდასაწყვეტია, როდესაც ჩვენთან საუბრობენ დემოკრატიის უკუსვლაზე და მონღოლეთს უწოდებენ დემოკრატიის ოაზისს

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან