სამხრეთ აფრიკის პარლამენტის გადაწყვეტილებით, პრეტორიაში ისრაელის საელჩო დაიხურება

სამხრეთ აფრიკის პარლამენტის გადაწყვეტილებით, პრეტორიაში ს საელჩო დაიხურება. ეს გადაწყვეტილება მათ “ისრაელის ღაზაზე თავდასხმის გამო” მიიღეს.
საელჩოს დახურვის მოთხოვნით კანონპროექტი სამშაბათს 248 მომხრე და 91 წინააღმდეგი ხმით მიიღეს. მემარცხენე ოპოზიციური პარტიის ეკონომიკური თავისუფლების მებრძოლების (EFF) მიერ წარდგენილ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა მმართველმა აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა და დაუპირისპირდნენ ცენტრისტებისა და “თეთრი უმრავლესობის” დემოკრატიული ალიანსის (DA) წევრები, რომლებიც ძირითადად ისრაელის პროპაგანდას წარმოადგენენ.
ცნობილია, რომ შუამდგომლობა მეტწილად სიმბოლურია, ვინაიდან გადწყვეტილების განხორციელება პრეზიდენტი კირილ რამაფოსას მთავრობაზე იქნება დამოკიდებული.
რამაფოსამ ადრე თქვა, რომ მის ქვეყანას სჯერა, ისრაელი აწყობს ომის დანაშაულებებს და გენოციდს ალყაში მოქცეულ ღაზას სექტორში, სადაც ათასობით პალესტინელი დაიღუპა.
კენჭისყრა მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელმა გამოაცხადა, რომ იწვევდა თავის ელჩს ელი ბელოცერკოვსკის პრეტორიადან “კონსულტაციებისთვის”.
აფრიკულ ქვეყანას 2018 წლის შემდეგ ისრაელში ელჩი არ ჰყოლიათ.