“სამხრეთ აფრიკა ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს, როდესაც ის გენოციდს ებრძვის… რა თავხედობაა”, – ასე ეხმაურება ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამხრეთ აფრიკის მიერ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს. ამბობს, რომ მისი საქმე ჰააგაში არის იმის მტკიცებულება, რომ “სამყარო თავდაყირა დადგა”.
ნეთანიაჰუმ ასევე თქვა, რომ ისრაელი “გააგრძელებს ტერორისტებთან ბრძოლას… სრულ გამარჯვებამდე”.
“ტერორისტული ორგანიზაცია ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ყველაზე საშინელ დანაშაულ სჩადის და ახლა ვიღაცა გამოდის ჰოლოკოსტის სახელით მათ დასაცავად. რა თავხედობაა. სამხრეთ აფრიკის თვალთმაქცობას საზღვარი არ აქვს. სად იყავი შენ, სამხრეთ აფრიკავ, როდესაც სირიასა და იემენში მილიონობით ადამიანი იქნა მოკლული ან თავისი სახლებიდან გაყრილი, და ვის მიერ? “ჰამასის” პარტნიორების მიერ… ტყუილების უარყოფას გავაგრძელებთ, საკუთარი თავის დაცვისა და ჩვენი მომავლის უზრუნველყოფის, ჩვენი სამართლიანი უფლების დაცვას გავაგრძელებთ.” – განაცხადა ნეთანიაჰუმ.