სამხრეთ აფრიკაში მომლოცველებით სავსე ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, დაიღუპა 45 ადამიანი

სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთ პროვინციაში, ლიმპოპოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები სამხრეთ აფრიკის ტრანსპორტის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებენ.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტობუსი ხიდიდან ხევში გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის ერთადერთი გადარჩენილი მგზავრი 8 წლის ბავშვია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მგზავრები მომლოცველები იყვნენ, რომლებიც ბოტსვანას დედაქალაქ გაბორონედან ქალაქ მორიაში, წმინდა ენგენას ეკლესიაში სააღდგომო წირვაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს