სამხრეთ აფრიკაში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 49 ადამიანი ემსხვერპლა – მათ შორის არიან ბავშვები

სამხრეთ აფრიკაში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 49 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც CNN წერს, გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან, რომელთა სასკოლო ავტობუსი ექსტრემალური ამინდის დროს წყლის უეცარმა მოვარდნამ წაიღო. შემთხვევის მომენტში ავტობუსში მძღოლი და 10 ბავშვი იმყოფებოდა.
გამოცემის ცნობით, სტიქიის გამო აღმოსავლეთ კეიპის პროვინციაში წყალდიდობამ ასობით ადამიანი აიძულა სახლები დაეტოვებინათ. ამ დრომდე ასობით სახლს ელექტროენერგია არ მიწოდება, შეზღუდულია გზებზე გადაადგილება.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოპალეიშვილი – კოალიციის სამი ლიდერის გისოსებს მიღმა ყოფნა ნამდვილად რთულია, მაგრამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მხნედ ვართ – მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი ლიდერებთან იქნება შეთანხმებული