სამხრეთ აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში, პილანესბერგის ეროვნულ პარკში ესპანეთიდან ჩამოსულ ტურისტს სპილოების ჯოგმა გადაუარა, ტურისტი ადგილზე დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ტურისტებს წინასწარ აფრთხილებენ, არ დატოვონ ავტომობილები, მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და ფეხით მიჰყვებოდა მდედრი სპილოების ჯოგს.
“ნავარაუდებია, რომ მამაკაცმა გააჩერა მანქანა, გადმოვიდა და სპილოებს სურათების გადასაღებად მიუახლოვდა”. – თქვა სამშაბათს პოლიციის პრესსპიკერმა, საბატა მოკგვაბონემ.
საქმე შემდგომი გამოძიებისთვის სამხრეთ აფრიკის პოლიციის სამსახურს გადაეცა.
