სამხრეთი კორეა და აშშ ჯერჯერობით არ ადასტურებენ რუსეთში ჩრდილოკორეელი სამხედროების გაგზავნას

უკრაინის პრეზიდენტმა მ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ დაიწყო რუსეთში არა მხოლოდ იარაღის, არამედ ცოცხალი ძალის გაგზავნა – თავდაცვითი ქარხნების მუშებისა და ჯარისკაცებისაც კი.
მაგრამ სამხრეთმა კორეამ და შეერთებულმა შტატებმა თითქმის ერთდროულად განაცხადეს, რომ არკვევენ რუსეთში ჩრდილოკორეელ სამხედროთა გაგზავნას. მათი თქმით, ჯერ არ მიაჩნიათ, რომ ეს ინფორმაცია საბოლოოდ დადასტურებულია.
კორეის რესპუბლიკის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება იმის შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს დასახმარებლად გაუგზავნა ჯარები, იტყობინება სამხრეთკორეული საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი. უწყებაში დასძინეს, რომ ისინი უკრაინის მხარესთანაც თანამშრომლობენ ფაქტების დასადასტურებლად.
ქვეყნის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ ასეთი კომენტარი გააკეთა ამ საკითხზე: „არსებობს შესაძლებლობა, რომ ჯარები ან სამოქალაქო პერსონალი გაიგზავნონ, ამიტომ ჩვენ თვალყურს ვადევნებ ამას,“ იუწყება Yonhap-ი.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რომელიც სეულში იმყოფება ვიზიტით, ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით აფასებს ცნობებს რუსეთში ჩრდილოკორეელი სამხედროების გაგზავნის თაობაზე, მაგრამ შეშფოთებით ეკიდება მათ, იტყობინება Reuters-ი.

ასევე დაგაინტერესებთ