სამხრეთის გაზის დერეფანთან დაკავშირებით ხელშეკრულება ძალაშია მომავალი წლის ბოლომდე – ირაკლი

სამხრეთის გაზის დერეფანთან დაკავშირებით ხელშეკრულება ძალაშია მომავალი წლის ბოლომდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მ აღნიშნა, საქართველოს ექნება მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან.
„მომავალი წლის ბოლომდე ძალაშია ეს ხელშეკრულება. ბუნებრივია, გვექნება მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, ეს მოლაპარაკებები ძალიან კონსტრუქციულ და მეგობრულ რეჟიმში წარიმართება. დაველოდოთ მოლაპარაკებების შედეგებს. არასწორი იქნება ჩვენი მხრიდან შედეგებზე წინასწარ საუბარი. ჩვენ მეგობრულ რეჟიმში გვექნება კონსულტაციები და იმედი გვაქვს, რომ სათანადო გარიგება შედგება ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს