“სამხედრო უსაფრთხოება აფხაზეთის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა” – ბჟანია

აფხაზური მედიის ცნობით, ს [დე ფაქტო] პრეზიდენტმა და [დე ფაქტო] თავდაცვის მინისტრმა შეხვედრისას აფხაზეთის საბრძოლო მზაობის მნიშვნელობის საკითხზე ისაუბრეს.
“სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა – უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ქვეყნის ხელისუფლებისა და მთლიანად, მოსახლეობისთვის. შექმნილი მდგომარეობისა და ში საბრძოლო მოქმედებების გათვალისწინებით, ახალი სამხედრო კონფლიქტების დაწყების რისკი იზრდება”,- ამბობს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია.
ვლადიმირ ანუა, დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ აფხაზეთში უკვე შექმნილია შვიდი სარეზერვო დანაყოფის სამმართველო და პირველად, უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში იზრდება სამხედრო მოსამსახურების სახელფასო ანაზღაურება. ასევე, ოფიციალური ცნობით, აფხაზეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილია საბრძოლო და სამობილიზაციო მზაობის მხარდასაჭერად 100 მილიონი რუბლი. მზაობაშია მოყვანილი სამხედრო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების სანავთობე აღჭურვილობა.
“სახელმწიფო მხარს დაუჭერს აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ძირითად ინსტიტუტს”, – განაცხადა ბჟანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ