სამხედრო სამსახურის ახალი მოდელი: რას გეგმავს გერმანიის მთავრობა?

რუსეთის მიერ ზე თავდასხმამ ევროპაში უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობა ფუნდამენტურად შეცვალა. ამიტომ, გერმანიის ფედერალურ მთავრობას სამხედრო სამსახურის ახალი მოდელის დანერგვა სურს. „ბავარიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” (BR) მოსახლეობის მიერ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს გასცა პასუხი.
ოთხშაბათს, 27 აგვისტოს, კანცლერი მერცი ფედერალური მთავრობის სხდომას არა კანცელარიაში, არამედ თავდაცვის სამინისტროში გამართავს. ეს დეტალი ხაზგასასმელია, რადგან მსგავსი რამ ბოლოს 30 წლის წინ, ქრისტიან-დემოკრატი ჰელმუტ კოლის კანცლერობის დროს მოხდა. ამ ჟესტით ფედერალურ მთავრობას სურს ხალხს დაანახოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის სამხედრო სამსახურის შესახებ ახალი კანონი. ამ ფონზე ჩნდება კითხვები: რას გეგმავს მთავრობა? ბრუნდება თუ არა სავალდებულო სამსახური? რას ამბობენ კანონის მიწინააღმდეგეები?
კანონპროექტის არსებული სახით მიღების შემთხვევაში, მომავალი წლიდან, 18 წლის ასაკ მიღწეულ ბიჭებს და გოგოებს ელექტრონული კითხვარი გაეგზავნებათ. კითხვარში მათ უნდა მიუთითონ არიან თუ არა სამხედრო სამსახურისთვის ვარგისები. ვინც ვარგისობას წერილობით დაადასტურებს სამედიცინო შემოწმებას დაექვემდებარება. თუმცა, საბოლოო გადაწვეტილებას, დაიწყოს თუ არა სამხედრო სამსახური თავად ახალგაზრდა მიიღებს.
არა. ქალებს შეუძლიათ მიღებულ კითხვარს არ უპასუხონ, კაცებისთვის კი კითხვარის შევსება და გაგზავნა აუცილებელი იქნება. არსებობს კიდევ ერთი სავალდებულო ელემენტი: 2027 წლიდან სამედიცინო შემოწმების გავლა აუცილებელი იქნება ყველა მამაკაცისთვის რომელიც ასაკობრივ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ამ გზით, თავდაცვის სამინისტროს სურს გაიგოს თუ რამდენი სამხედროს მობილიზება შეუძლია საჭიროების შემთხვევაში.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაბრუნება ამ ჯერზე არ იგეგმება. თუმცა, გერმანიის მთავრობა სიფრთხილის ზომების მიღებას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ახალი მოდელი დასახულ მიზნებს ვერ მიაღწევს. უსაფრთხოების ვითარების მკვეთრი გაუარესების გამო ახალწვეულთა რიცხვის გაზრდის საჭიროების შემთხვევაში, არის შანსი რომ მამაკაცები სამხედრო სამსახურში გაიწვიონ. ცვლილებას ბუნდესტაგის თანხმობა დასჭირდება, თუმცა, თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს პროცესი ავტომატური არ არის.
ს მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად შექმნილი საფრთხეებით. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ პუტინის რეჟიმმა შესაძლოა რამდენიმე წელიწადში ნატოს წევრ აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებს შეუტიოს. ბერლინი ვარაუდობს, რომ ამ შემთხვევაში ბუნდესვერს ეროვნული და ალიანსის თავდაცვის უზრუნველსაყოფად მინიმუმ 260 000 აქტიური ჯარისკაცი დასჭირდება. რაც ნიშნავს რომ მთავრობას დაახლოებით 80 000 ახალწვეულის მიღება სურს.
მიმდინარე გეგმების თანახმად, წელს დაახლოებით 15 000 ჯარისკაცი გაივლის ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურს. ეს ყოველწლიური რიცხვი საშუალოდ 4 000-ით უნდა გაიზარდოს. ბერლინის თქმით, განთავსებისა და წვრთნის შესაძლებლობები ამ ეტაპზე მეტის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.
ახალწვეულებს შეეძლებათ გაიარონ ექვსთვიანი საბაზისო სამხედრო სამსახური ან 23 თვემდე სამხედრო სამსახური. სამინისტროს სურს, დაინტერესებულ პირებს მაქსიმალური მოქნილობა შესთავაზოს. დეტალები შესაძლოა საკანონმდებლო პროცესის მსვლელობისას შეიცვალოს. თუმცა, სამსახური ექვს თვეზე ნაკლები არ იქნება.
მოხალისეები დროებით ჯარისკაცებად დასაქმდებიან. ამას თან ახლავს გაზრდილი ანაზღაურება: განიხილება ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასის 2000 ევრომდე გაზრდა. ბუნდესვერი ცდილობს რეკლამა გაუკეთოს იმას, რომ სამხედრო სამსახური თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის შესაძლებლობას იძლევა და მაგალითად დრონების მართვას ასახელებს.
ასევე საუბარია სპორტულ ბანაკებზე, ენის კურსებსა და მართვის მოწმობის ასაღებ გრანტებზე. თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი (სოციალ-დემოკრატები) სამხედრო სამსახურს აქტიური მხარდამჭერია და მოსახლეობას ხშირად ესაუბრება სამსახურის დადებით მხარეებზე.
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU/CSU – კოალიციური მთავრობის მთავარი წევრი) მიიჩნევს, რომ პისტორიუსის გეგმები არაადეკვატურია. ასეთი პასუხი გასცა CDU/CSU-ს საპარლამენტო ჯგუფის თავდაცვის პოლიტიკის წარმომადგენელმა, თომას ერნდლმა BR-ის მიერ დასმულ კითხვას. ქვემო ბავარიის პარლამენტის წევრი მიიჩნევს რომ მთავრობამ ჯარისკაცების სასურველი ოდენობის მიღების უზრუნველსაყოფად ახალწვეულთა „სავალდებულო გაწვევის ავტომატური მექანიზმი“ უნდა აამოქმედოს.
თუმცა, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ სამხედრო სამსახურის შესახებ ახალი კანონი რადიკალურია. მაგალითად, მემარცხენე პარტია შიშობს, რომ მიღების შემთხვევაში ის სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაბრუნებას გაუხსნის გზას. კოალიციური მთავრობის წევრი სოციალ-დემოკრატები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ.