სამხედრო მოსამსახურეებმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. დღეს მას 40 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, თანამებრძოლებმა, მისივე სახელობის სერჟანტთა აკადემიისა და მეოთხე ქვეითი ბრიგადის წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს, მათ გმირის საფლავი გვირვინით შეამკეს და გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ.
მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. 9 აგვისტოს ის მოწინააღმდეგე მხარეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა