სამხედრო მოსამსახურეები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

სამხედრო მოსამსახურეები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ. მიმდინარე სასწავლო წელს, საჯარო სკოლების პარალელურად, პროექტი კერძო სკოლებშიც წარმატებით მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების მოქმედი ოფიცრები და სერჟანტები ქალაქ ბათუმში სკოლას „ევრო 2000“ ესტუმრნენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი პრეზენტაცია წარუდგინეს. ჯარისკაცებმა მოსწავლეებისთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი რამდენიმე წელია მიმდინარეობს. პროექტი სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავებასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას