სამხედრო დახმარების ნაკლებობა უკრაინის სარდლობას “რთული” გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს – ISW

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ბოლო ანგარიშში ნათქვამია, დასავლეთის ქვეყნების მხრიდან სამხედრო დახმარების დეფიციტმა შესაძლოა შექმნას გაურკვევლობა და შეზღუდვები ასეთი ოპერაციების მსვლელობაში.
“მატერიალური საშუალებების დეფიციტი, სავარაუდოდ, აიძულებს უკრაინულ ძალებს ეკონომიურად გამოიყენონ საბრძოლო მასალა, ხოლო დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი დახმარების შეფერხება, სავარაუდოდ, გააგრძელებს გაურკვევლობის შეტანას უკრაინის ოპერატიულ გეგმებში და შეზღუდავს მომავალი კონტრშეტევის ოპერაციებისთვის მზადებას”, – აცხადებენ ISW-ის ანალიტიკოსები.
ISW-ს მოჰყავს ამერიკელი მოხელეების შეფასებები, რომლის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები 2024 წლის მარტში საბრძოლო მასალებისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების „კრიტიკულ დეფიციტს“ იგრძნობენ, ხოლო გაზაფხულსა და ზაფხულში დეფიციტი უფრო შესამჩნევი გახდება.
ამავე დროს, ISW-ი ურყევად იცავს იმ პოზიციას, რომ უკრაინისთვის “პრობლემური” იქნება ბრძოლის ველზე სთვის ინიციატივის საჭიროზე უფრო მეტი ხნით დათმობა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ს მოუწევს იმ რესურსის დახარჯვა რუსეთის იერიშების შესაჩერებლად, რომლის გამოყენებასაც კონტრშეტევითი ოპერაციებისთვის იმედოვნებს.
მანამდე, Fox News-თან ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა მ თქვა, რომ უკრაინა 2024 წელს გეგმავს არა მხოლოდ თავდაცვითი, არამედ ახალი კონტრშეტევითი ოპერაციების მომზადებას.
ფრონტის რამდენიმე უბანზე სიტუაცია “უკიდურესად რთულია”, – განაცხადა 19 თებერვლის საღამოს მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ორშაბათს ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა.
· ოთხთვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ, უკრაინის არმიის სარდლობამ 17 თებერვალს გამოაცხადა, რომ მიღებულია ქალაქ ავდეევკიდან გასვლის გადაწყვეტილება.
· 19 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სრული კონტროლი დაამყარეს ავდეევკის კოქსის ქიმიურ ქარხანაზეც და საწარმოს შენობებზე რუსეთის დროშები აღმართეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ავდეევკიდან უკან დახევას განაგრძობენ.
· ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ძალები ავდეევკის მახლობლად ახალ თავდაცვით პოზიციებს დაიკავებენ, რასაც სავარაუდოდ, მოჰყვება ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის შეტევის კულმინაცია.

ასევე დაგაინტერესებთ