სამხედრო გადატრიალება ხომ არ იგეგმება საქართველოში – სუსის კითხვები მებრძოლებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე კიდევ ერთი ში მებრძოლი ქართველი, ჯემალ კაშია დაიბარეს.
ჯემალ კაშია უკრაინიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.
“ძალიან გადავიღალე, რა, ამ უაზრო დაბარებებით, უაზრო კითხვებით. ჩვენ ვეომებით რუსებს, ორკებს და ისინი ორკების პატივსაცემად აკეთებენ ყველაფერს იმის გულისთვის, რომ იმათი გული გაახარონ, რომ ჩვენ დაგვიბარებენ, გამოგვკითხავენ. რაზე მიბარებენ, ჯერ ეს არ ვიცი. აეროპორტში ჩამოსვლის დროს, როდესაც ჩამოვდივარ უკრაინიდან, 10 დღის განმავლობაში ეს სპეცსამსახურები ხან სახლში მაკითხავენ, ხან მირეკავენ, ხან “შემხვდი”, ხან “მოდი”, ხან “წადი”, ვერ გავიგე რა უნდათ საერთოდ, კაცო, დამანებონ თავი. დაგვანებონ ჩვენ, მებრძოლებს, თავი, რას ვაკეთებთ, ჩვენ ტერორისტები არა ვართ”. – თქვა ჯემალ კაშიამ ჟურნალისტებთან.
როგორც კაშიამ აღნიშნა, მას სუს-ში შეკითხვები ხელისუფლების მიერ სპეკულირებული ტერაქტის შესახებ დაუსვეს, კერძოდ, აპირებენ თუ არა ის და უკრაინაში მებრძოლი სხვა ქართველები საქართველოში სამხედრო გადატრიალების მოწყობას.
“ჩვენ, უკრაინაში მებრძოლები, არანაირ გადატრიალებას არ ვახდენთ საქართველოში. ეს ჩვენი ქვეყანაა და გვიყვარს იგი” – თქვა კაშიამ საპასუხოდ.
ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე იბარებს. დაბარებულთა და გამოკითხულთა შორის ქართული ლეგიონის უკრაინაში მებრძოლი წევრი ნადიმ ხმალაძე და ჯემალ კაშია, ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტი ლაშა ჭიღლაძე და ომის ვეტერანები, ბესო ბენდელიანი, ლაშა რუხაია, ვაჟა ცეცაძე, გელა კახაბრიშვილი და კონსტანტინე ჯღამაია არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გამყრელიძე – ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც