სამხედროებზე თავდასხმის შემდეგ კოლუმბიამ „ეროვნულ-განმათავისუფლებელ არმიასთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებები შეაჩერა

სამხედროებზე თავდასხმის შემდეგ კოლუმბიამ „ეროვნულ-განმათავისუფლებელ არმიასთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებები შეაჩერა, – ამის შესახებ განცხადებას კოლუმბიის მთავრობის სამშვიდობო დელეგაცია ავრცელებს.
„დღეს, დიალოგის პროცესი შეჩერებულია. მისი სიცოცხლისუნარიანობა სერიოზულად შეირყა და მისი უწყვეტობა შეიძლება მხოლოდ „ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმიის“ მშვიდობიანი ნების ცალსახა გამოხატვით აღდგეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კოლუმბიის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მემარცხენე აჯანყებულმა დაჯგუფებამ არაუკის დეპარტამენტში მდებარე სამხედრო ბაზას თვითნაკეთი რაკეტები ესროლა, რის შედეგადაც, 2 სამხედრო დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
დაჯგუფებას თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
ცნობისთვის, „ეროვნულ-განმათავისუფლებელმა არმიამ“ კოლუმბიის მთავრობასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აგვისტოში დაასრულა, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში კვლავ ჩართული იყო.

ასევე დაგაინტერესებთ