სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, სიდონია ხარაბაძე მსოფლიოს მასშტაბით ოთხ საუკეთესო არტისტს შორის დასახელდა

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, სიდონია ხარაბაძე იტალიის, ქალაქ სიენას ხელოვნების ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხატვრო აკადემია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფერწერის მიმართულების III კურსის სტუდენტი მსოფლიოს მასშტაბით ოთხ საუკეთესო არტისტს შორის დაასახელეს.
„თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – ფერწერის მიმართულების III კურსის სტუდენტი, სიდონია ხარაბაძე – იტალიის, ქალაქ სიენას ხელოვნების ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულად დასახელდა!
სიდონიამ ინსტიტუტში პორტფოლიო გააგზავნა, შემდეგ ეტაპზე კომისიასთან ორი გასაუბრება წარმატებით გაიარა და 3 თვის განმავლობაში – 26 იანვრიდან 23 აპრილამდე, ქალაქ სიენას ხელოვნების ინსტიტუტში ისწავლის და იმუშავებს.
სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, მსოფლიოს მასშტაბით ოთხ საუკეთესო არტისტს შორის დასახელდა. ვულოცავთ სიდონია ხარაბაძეს ამ წარმატებას!“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – არ მახსენდება, ასე ადრე, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი ციხიდან, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს – ეს მიუთითებს, ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და გასული მომსახურების ზონიდან

ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის – მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს