სამხარაძის თქმით, ზურაბიშვილი ზელენსკის “გამოელაპარაკა” და კარგი იქნებოდა ოფიციალური შეხვედრა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ს „გამოელაპარაკა“ და მათ შორის ოფიციალური შეხვედრა არ ყოფილა.
სამხარაძის თქმით, კარგი იქნებოდა, რომ ზურაბიშვილისა და ზელენსკის შორის ოფიციალური შეხვედრა შემდგარიყო.
„ოფიციალური ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესახებ არ მიმიღია. კონფერენციის ერთ-ერთი პანელის დასრულების შემდეგ გამოლაპარაკების კადრები ვნახეთ. თუ შეხვედრა შედგა, მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, მაგრამ ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტებს შორის არ ყოფილა. გამოლაპარაკება კი ნებისმიერ ადგილას შეიძლება, არამხოლოდ კონფერენციაზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
17 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დაესწრო პანელს, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოდიოდა. პანელის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს მიესალმნენ და მათ შორის მცირე კომუნიკაცია შედგა.
ეს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების პირველი პირისპირ შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს ში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კოლეგებთან ერთად, მე დღეს შირაქის ველზე ვარ, ოპოზიციიდან კი გახარია ბერლინშია, „ნაცები“ ლონდონში, ზოგი ბრიუსელში, ზოგი სად, მაგრამ არ არიან ქართველ ხალხთან – უნდათ, კომფორტში, ასფალტზე იყვნენ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის