სამხარაძე რეზოლუციაზე: მსგავსი სასულეების ერთად თავმოყრილი დოკუმენტი არასდროს მინახავს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკა სამხარაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია “სამარცხვინოა” და მას “სასულეების ერთად თავმოყრილ” დოკუმენტს უწოდებს. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
“ქართული ოცნება არის დემოკრატიულ საწყისებზე არსებული პარტია, შესაბამისად, ქართული ოცნება ყოველთვის სცემს პატივს ს შედეგებს და არჩევნების შედეგები როგორიც იქნება, ისე მოიქცევა. შესაბამისად, ჩანაწერი სრულიად ზედმეტი იყო სრულიად. […] საერთოდ, როგორ შეგვიძლია, რომელიმე ამ ჩანაწერზე სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ. ეს უკვე აღარც სამარცხვინოა და საერთოდ არაფერში წერია. მსგავსი სასულეების ერთად თავმოყრილი დოკუმენტი ნამდვილად არასდროს მინახავს და არასდროს წამიკითხავს”, – თქვა სამხარაძემ.