სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც საერთაშორისო მედიაში ხდება კონკრეტული შინაარსის ყიდვა, ამ პრაქტიკას მიმართავენ პოლიტიკური ოპონენტები, ხშირად კრიმინალები, ამ პრაქტიკას მიმართა ბაჩიაშვილმა

სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც საერთაშორისო მედიაში ხდება კონკრეტული შინაარსის ყიდვა, ამ პრაქტიკას მიმართავენ პოლიტიკური ოპონენტები, ხშირად კრიმინალები, ამ პრაქტიკას მიმართა ბაჩიაშვილმა
სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც საერთაშორისო მედიაში ხდება კონკრეტული შინაარსის ყიდვა, ამ პრაქტიკას მიმართავენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, ამ პრაქტიკას მიმართავენ ხშირად კრიმინალები, ამ პრაქტიკას მიმართა ბატონმა ბაჩიაშვილმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხარო პრაქტიკაა, რომელიც გარდა იმისა, რომ ოპონენტების სახეს წარმოაჩენს, ასევე წარმოაჩენს იმ რთულ მდგომარეობას, მძიმე ვითარებას, რომელიც არის საერთაშორისო მედიაში შექმნილი.
„რეალურად, ნებისმიერი მედია პასუხს უნდა აგებდეს ობიექტურობაზე, თუმცა ამის მაგივრად ჩვენ ვხედავთ შეკვეთილ სტატიებს, რაც ქმნის სამწუხარო რეალობას საერთაშორისო მედიაში. ასეთი შეკვეთილი სტატიები ყოველთვის ეფუძნება ხოლმე ყალბ ინფორმაციას, ყალბ სინამდვილეს, რასაც რეალურ სინამდვილესთან არავითარი კავშირი არა აქვს. სწორედ ამაშია სტატიის შეკვეთის არსი. შენ შეგიძლია, ნებისმიერი სიცრუე გაავრცელო, თუ ამისთვის გადაიხდი ფულს და თან მითუმეტეს, თუ შენი ინტერესები ემთხვევა „დიფ სთეითის“ ინტერესებს. ჩვენ ვიცით, რამდენად დიდია, „დიფ სთეითის“ გავლენა საერთაშორისო მედიაზე, მათ შორის ევროპულ და ამერიკულ მედიაზე, ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, რეალურად ხდება ყალბი ინფორმაციის გასაღება რეალურ ინფორმაციად, სწორედ ასეთი შეკვეთილი სტატიების საფუძველზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს