“სამწუხარო იცით რა არის? იმ ვიდეოს გადაღების შემდეგ მარიამიც წააქციეს, გაზებიც აყლაპეს” – რას ჰყვება პეტრე კოლხი შვილის ვიდეოზე

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კად­რებ­ში ასა­ხუ­ლი მთა­ვა­რი გმი­რი, რომელიც სპეცრაზმთან ერთას გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს პეტ­რე კოლ­ხის ქა­ლიშ­ვი­ლი – მა­რი­ამ კვა­რა­ცხე­ლი­აა.

პეტრემ ამასთან დაკავშირებით ambebi.ge-სთან კომენტარიც გააკეთა.

“წლე­ბის წინ, მა­რი­ა­მის მი­მართ იყო გა­სა­ო­ცა­რი ბუ­ლინ­გი იმის გამო, რომ მდი­ნა­რე­ში ტუ­ნი­კით ჩა­ვი­და. მა­შინ ფო­ტო­ე­ბი ჩემს სო­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ვა­თავ­სე, რომ ბევ­რი მო­წო­ნე­ბა ჰქო­ნო­და. მისი ბავ­შვუ­რი ახი­რე­ბა იყო და ძა­ლი­ან უწყი­ნა­რი ფო­ტო­ე­ბი. თუმ­ცა, 10 წლის წინ, ერის ძა­ლი­ან დიდ­მა ნა­წილ­მა ჩა­წიხ­ლა და მა­შინ მა­რი­ა­მი ყო­ველ­დღი­უ­რად იმ­დე­ნად მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ სტრესს გა­დი­ო­და, რომ რთუ­ლად გა­და­სა­ტა­ნი იყო ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვი­საც.

მას მერე გა­ვი­და დრო. უნი­ვერ­სი­ტე­ტი წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა, მა­გის­ტრა­ტუ­რა­საც ამ­თავ­რებს და უცხო­ეთ­შიც ჩა­ა­ბა­რა. ახლა აპი­რებს გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წას­ვლას, თუმ­ცა მა­ნამ­დე მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­ა­არ­სეს სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა “ნა­ბი­ჯი“, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან რე­ი­ტინ­გუ­ლია.

რო­გორც კი რუს­თა­ველ­ზე ძა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა იწყე­ბო­და, მა­რი­ა­მი მი­დი­ო­და, პო­ლი­ცი­ე­ლებს ცხვირ­წინ უდ­გე­ბო­და, რომ ამით პრო­ტეს­ტი გა­მო­ე­ხა­ტა. ესა­უბ­რე­ბო­და – “ნუ ურტყამთ ახალ­გაზ­რდებს, ნუ სცემთ, ნუ იყე­ნებთ ძა­ლებს ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ, ჩვენს ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვართ -თქვენს ამ ქვეყ­ნის“ და ა.შ. ვფიქ­რობ, ეს ვი­დე­ორ­გო­ლიც ზუს­ტად იმის­თვის ჩა­წე­რა, რომ გა­მო­ე­ხა­ტა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ და ისი­ნიც თა­ვის მხა­რეს გად­მო­ეყ­ვა­ნა. გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­მო­უ­ვი­და კი­დეც. ჩანს, რო­გორ უყუ­რებს ის პო­ლი­ცი­ე­ლი და­ფა­რუ­ლი სა­ხი­დან, ეს არის ერ­თგვა­რი ნი­შა­ნი იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ვა­ლია და ყვე­ლა ერთ მხა­რეს, სამ­შობ­ლოს სა­და­რა­ჯო­ზე უნდა ვიდ­გეთ.

არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა იძა­ლა­დოს ქარ­თველ ხალ­ხზე, ახალ­გაზ­რდო­ბა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­ზე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ ვი­დე­ომ პო­ზი­ცი­აც გა­ათ­ბო, ოპო­ზი­ცი­აც, მტე­რიც და მოყ­ვა­რეც.

ფაქ­ტი სა­ხე­ზეა – უკვე 10 მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა აქვს. მსოფ­ლიო დო­ნის ბლო­გე­რებ­მა წა­ი­ღეს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ეს ვი­დეო თა­ვის როლს შე­ას­რუ­ლებს იმ ზონ­დერე­ბის­თვი­საც და გა­ულ­ღობს იმ გა­ყი­ნულ გუ­ლებს. თუ რა თქმა უნდა გული გა­აჩ­ნი­ათ.

ვფიქ­რობ, მა­რი­ა­მის ვი­დე­ომ იმა­ზე მეტი გა­ა­კე­თა, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აკე­თე­ბენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. თუკი ჩემი შვი­ლის ღი­მილ­მა და თვა­ლე­ბის სი­ლა­მა­ზემ ის ზონ­დე­რი გა­ალ­ღო და გა­ათ­ბო, იქ­ნებ ეს მე­თო­დი გა­მო­ვი­ყე­ნოთ? ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნე­ბის მეტი რა გვყავს. დავ­დგეთ, ვუ­თხრათ ამ ბი­ჭებს, რომ მა­თია ეს სამ­შობ­ლო და მო­მა­ვა­ლი. ნუ ალე­წა­ვენ ამ გო­გო­ნებს თავყბას.

სამ­წუ­ხა­რო იცით რა არის? იმ ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბის შემ­დეგ მა­რი­ა­მიც წა­აქ­ცი­ეს და გა­ზე­ბიც აყ­ლა­პეს. მო­ი­წამ­ლა ჩემი შვი­ლი და თვა­ლე­ბი და­სი­ე­ბუ­ლი ჰქონ­და.”- ყვება .

ასევე დაგაინტერესებთ

ზუსტად 5 თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია, გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში

ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა, არამედ კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე