სამწუხაროდ, ჯერ არ გამოდის შეთანხმება – გახარია ხაზარაძესთან მოლაპარაკებაზე

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ჯერჯერობით „ძლიერ საქართველოსთან“ გაერთიანებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება.
გახარიას თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მ თავის გუნდთან შეთანხმება ვერ მოახერხა.
„პრეზიდენტს დაველაპარაკები. რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკას და სამწუხაროდ, ჯერ არ გამოდის ეს შეთანხმება. მამუკას რაღაც უნდა შეეთანხმებინა თავის გუნდთან და როგორც ჩანს ვერ მოახერხა ჯერჯერობით. ვნახოთ, დაველოდებით“, – განაცხადა გახარიამ.
თავად მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გახარიას პარტიასთან გაერთიანების წინააღმდეგი არავინ არ არის და კონსულტაციები გაგრძელდება.
„წინააღმდეგი არავინ არ არის კოოპერაციაზე. ჩვენ ბატონ გიორგის შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში შემოსულიყო თანაბარ, სწორუფლებიან პარტნიორად. დეტალებში ვერ შევალ, რადგან ეს არის ჩვენი პირადი მოლაპარაკება. თანაბარი, სწორუფლებიანი პარტნიორი ნიშნავს თანაბარ, სწორუფლებიან პარტნიორობას. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, არ დამთავრებულა, საუბარი გრძელდება. მინდა მას მადლობა გადავუხადო კონსტრუქციული მიდგომისთვის. არ არის ეს მარტივი რაღაც. რასაც მინდა მივაღწიო არის, რომ არჩევნებამდე ჩვენს მოქალაქეებს ვაჩვენოთ როგორ გამოიყურება კოალიცია და ვის რა ზომა და წონა აქვს ამ კოალიციაში, ეს არის მთავარი“, – განაცხადა ხაზარაძემ.
“ძლიერი საქართველოსა” და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის გაერთიანებაზე საუბარი საჯაროდ მამუკა ხაზარაძემ დაიწყო. 17 სექტემბერს მან განაცხადა, რომ თუ გაერთიანება უფრო მომგებიანი იქნება, ამის წინააღმდეგი არ იქნება.
ხაზარაძეს გამოეხმაურა პრეზიდენტი . მან გაერთიანების იდეას მხარი დაუჭირა და მხარეები მოსალაპარაკებლად ორბელიანების სასახლეში მიიწვია. გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ჯერ ერთმანეთის შეხვდნენ, შემდეგ კი ორივე ერთად – პრეზიდენტ ზურაბიშვილს.
შეხვედრის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ამით არ დასრულებულა. თუმცა ისინი შეთანხმდნენ „გააკეთონ სრული მობილიზაცია, რათა ოცნება ბიძინას მეთაურობით გავუშვათ ხელისუფლებიდან“.

ასევე დაგაინტერესებთ