სამწუხაროდ, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები მოქცეულია რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაში – შალვა პაპუაშვილი

სამწუხაროდ, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები მოქცეულია რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაში. იგივე ეხება ევროკავშირსაც, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სანამ ეს ომი მიმდინარეობს, არის გარკვეული მოლოდინები.
„როგორც კი ეს ომი დასრულდება (და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს ომი მალე დასრულდება), ამ ტყვეობიდან გათავისუფლებით უკვე სხვანაირი შესაძლებლობები გაჩნდება, იმისთვის რომ გადაიტვირთოს ეს ურთიერთობები“, – მიიჩნევს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ