სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობაში“ ჩამოყალიბდა ე.წ მდუმარე მილიონერთა კლუბი, რომელთაც ბიზნესწილები ამძიმებთ – ნიკა მელია

რაც პარტიაში ხდება, ესაა „კვიპროსის კლუბის“ გადაწყვეტილებები, მერე, როდესაც აღმოჩნდება, რომ ეს გადაწყვეტილებები პრობლემურია, გაახსენდებათ მიშა და ატენიან მიხეილ სააკაშვილს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოციალურ ქსელში წერს.
„სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩამოყალიბდა ე.წ მდუმარე მილიონერთა კლუბი, რომელთაც თავისი ბიზნესწილები ამძიმებთ, რომ ჩაერთონ რეალურ ბრძოლაში და პოლიტიკურ პროცესებში, იქნება ეს პარლამენტში, თუ პარლამენტს გარეთ. ამის ფონზე ამომრჩეველთა 65% თვლის, რომ ყველა ერთნაირია, არა, არ ვართ ერთნაირები, თითქოს რაღაც უხილავმა ხელმა გაყო პარტია ორ ნაწილად, ხალხი, ვინც შეითქვა და წესიერი, მებრძოლი ხალხი, რომელიც ბუნებრივად აღმოჩნდა მეორე მხარეს, გარიყული და პოლიტსაბჭოდან გარიცხული“, – წერს ნიკა მელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პარტნიორების შეფასებები ძალიან მძიმე იყო – ერთ-ერთი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ თუ “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება