სამწუხაროდ, მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება – რაც თქვა სენატორმა შაჰინმა, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი – ირაკლი

სამწუხაროდ, მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება – რაც თქვა სენატორმა შაჰინმა, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
სენატორი შაჰინის განცხადებას, თითქოს პრემიერმა კობახიძემ ამერიკას სთხოვა, შეეჩერებინა კრიტიკული არასამთავრობოების დაფინანსება, მთავრობის მეთაურმა ტყუილი, სამწუხარო და შემაშფოთებელი უწოდა.
„ასეთი რამ არ მითქვამს მე შეხვედრაზე. ეს არის ჩვეულებრივი წმინდა წყლის ტყუილი და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი“, – აღნიშნა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს