სამწუხაროდ ზოგიერთს აქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ თავად არიან იუპიტერები და საქართველო არის ხარი და იუპიტერისთვის რაც არის დასაშვები ქართველებისთვის და პატარა ერისთვის არ არის დასაშვები, რაც არის სამწუხარო მიდგომა

სამწუხაროდ ზოგიერთს აქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ თავად არიან იუპიტერები და საქართველო არის ხარი და იუპიტერისთვის რაც არის დასაშვები ქართველებისთვის და პატარა ერისთვის არ არის დასაშვები, რაც არის სამწუხარო მიდგომა
სამწუხაროდ ზოგიერთს აქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ თავად არიან იუპიტერები და საქართველო არის ხარი და იუპიტერისთვის რაც არის დასაშვები ქართველებისთვის და პატარა ერისთვის არ არის დასაშვები, რაც არის სამწუხარო მიდგომა. როდესაც ვხედავთ, რომ კანადაში ინიციირება {კანონპროექტი „უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის შესახებ“} ხდება – სადმე ატყდა პანიკა ამასთან დაკავშირებით? ევროკავშირში მოხდა ინიციირება დირექტივის – სადმე ატყდა პანიკა ამასთან დაკავშირებით? აი განხილვაზე პანიკა არის კანადაში? არ არის და რატომ არის პანიკური სიტუაციის შექმნის სურვილი ზოგიერთი უცხოური აქტორის მხრიდან საქართველოში? – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ გარე აქტორების ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ საქმე ეხება ევროკავშირის და -ს იმ თანხებს, რომლებიც ფარულად იხარჯება საქართველოში და რომლითაც ფინანსდებიან ის პარტიები, რომლებიც დღეს რადიკალურ დღის წესრიგს ახორციელებენ.
„ერთადერთი მიზანი არის ის, რომ აქ ინტერესია თავად აქტორებისა, ვინაიდან საქმე ეხება ევროკავშირის თანხებს, აშშ-ს თანხებს, რომლებიც ფარულად იხარჯება საქართველოში, რაც მე არაერთხელ მითქვამს მათთვისაც და ამაზე ვთანხმდებით სხვათა შორის ჩვენ პარტნიორებთან, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ და „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ არ ასაჯაროებენ თავის ფინანსებს და მალავენ, ამაზე ვთანხმდებით, არავინ ამას არ უარყოფს, რომ ეს არის დაფარული თანხები და აქ მეორე კითხვა წარმოიშვება – რა ტიპის ორგანიზაცია არის ეს ორი ორგანიზაცია, რომელიც უცხო ქვეყანაში ფარულად ხარჯავს ფულს. არ ვიცი რა კავშირი აქვს ამას დემოკრატიასთან, ეს უფრო სპეცსამსახურების მუშაობის სტილს ჰგავს, რაც უკვე სხვა კითხვებს აღძრავს ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, შემდეგ შემთხვევით ვიგებთ ხოლმე, რომ ეს ორგანიზაციები არიან დამფინანსებლები პარტიებისა, მათ შორის იმ პარტიების, რომლებიც დღეს რადიკალურ დღის წესრიგს ახორციელებენ და თუკი დავაკვირდებით, ვინ არიან ამ ძალადობრივი აქციების ორგანიზატორები, პარლამენტის თავდასხმის ორგანიზატორები ვინ არიან, ვინ მოუწოდებდნენ მშვიდობიან დემონსტრაციას, რომ პიკეტირება მომხდარიყო პარლამენტის და ამით ძალადობისკენ უბიძგა აქციის წევრებს, სხვადასხვა გადაადგილება კანცელარიასთან და ა.შ. რითაც უბიძგეს ასევე ძალადობისკენ აქციის წევრებს, თუკი ვნახავთ ორგანიზატორებს და ვინ არიან ამისი ინსპირატორები ჩავეძიებით, აღმოვაჩენთ ხოლმე კვალს ზუსტად ამ ორი ფონდის „ევროპის დემოკრატიის ფონდისა“ და „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
Previous: ეს მაგარი ყ…ეა” – ვრცელდება კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი

ასევე დაგაინტერესებთ