სამწუხაროდ ვიცით, რომ „ოდირი“ არის ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშ, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით – მირიამ ლექსმანი

სამწუხაროდ ვიცით, რომ „ოდირი“ არის ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშ, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით – მირიამ ლექსმანი
სამწუხაროდ ჩვენ ვიცით, რომ „ოდირი“ არის ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშ, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოძიების ისეთი საშუალება, რომელიც თავისუფალი იქნება ამ რეჟიმების გავლენისგან და რაც მოიტანს სამართლიან შედეგებს და თუ დადასტურდება, რომ ეს გაყალბდა, შემდეგ შედეგებზე უნდა ვიფიქროთ, – განაცხადა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაასაჯაროოს დეტალები და მოხდეს ამ დეტალების გაცნობა.
„ჩვენ გვაქვს ყველა სახის მტკიცებულება, რომ ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ახლა საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გავეცნოთ დეტალებს. ვაიძულოთ საქართველოს ხელისუფლება, რომ გაასაჯაროოს დეტალები. მანამდე კი სრულიად შეუძლებელია, რომ ჩვენ ამ არჩევნების შედეგები ვაღიაროთ.
ახლა ინდივიდუალური სანქციები არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვერ დავსჯით ყველას საქართველოში, ვინც მონაწილეობა მიიღო გაყალბებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დავასანქციროთ რამდენიმე პიროვნება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ გაყალბებებზე“, – განაცხადა მირიამ ლექსმანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს