სამწუხაროდ, ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული – ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ხელისუფლებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და ამბობს:
თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აბსოლუტურად აუცილებელია. ეს კიდევ ერთი საკითხია, სადაც ჩვენ დიალოგის გაგრძელება გვჭირდება ევროკომისიასა და საქართველოს შორის. თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთია. ვენეციის კომისია საერთაშორისო სტანდარტების განმსაზღვრელია. ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ საქართველოს პარლამენტს, კონსულტაცია გაიაროს ყველა დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია არჩევნებზე. კანონი, რომელსაც ხელი მოეწერა, შეიცავს ვენეციის კომისიის მრავალ რეკომენდაციას, თუმცა სამწუხაროდ, ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული”.

ასევე დაგაინტერესებთ