სამწუხაროდ დაფიქსირდა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელშეშლის და ზეწოლის ფაქტები, ყველას მოვუწოდებ, რომ ხელი შეუწყონ მშვიდ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას

სამწუხაროდ დაფიქსირდა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელშეშლის და ზეწოლის ფაქტები, ყველას მოვუწოდებ, რომ ხელი შეუწყონ მშვიდ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას
ამომრჩევლის მობილიზაცია პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა და გავაგრძელებთ მთელი დღის განმავლობაში ამომრჩევლების მობილიზაციას, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტმა ამომრჩეველმა გამოხატოს საკუთარი არჩევანი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელის შეშლის და ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა, რაც სამწუხაროა.
ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. იმედოვნებს, რომ საარჩევნო პროცესი ასევე მშვიდად გაგრძელდება.
„სამწუხაროდ დაფიქსირდა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელის შეშლის ფაქტები. სამწუხარო ის არის, რომ ხშირად ჟურნალისტების მხრიდან ხორციელდება ასეთი რამ. ასევე იყო ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები, მათ შორის, ამომრჩეველს არ აძლევდნენ საშუალებას, რომ საკუთარ ავტომობილში ყოფილიყო მშვიდად და განეხორციელებინა ის საქმიანობა, რისი განხორციელების უფლებაც მას კანონის შესაბამისად აქვს.
ჩვენ გვესმის, რომ მაღალი აქტივობა რადიკალურ ოპოზიციას აღიზიანებს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამომრჩევლისთვის და ამომრჩევლის მობილიზებისთვის ხელშეშლა არის არჩევნების საწინააღმდეგო მოვლენა, ეწინააღმდეგება პრინციპებს და ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ მშვიდ ვითარებაში ამ არჩევნების ჩატარებას“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს