,,სამწუხაროდ, დადგა ის მომენტი, რაზეც ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს“ – გიორგი ვაშაძე

სტრატეგია აღნაშენენლის ლიდერი, :
,,სამწუხაროდ, დადგა ის მომენტი, რაზეც ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს. „ქართულ ოცნებას” უნდა, რომ ბოლომდე რუსეთად გადააქციოს საქართველო.
ე.წ. ხელისუფლებამ თბილისი მოლთან გამართული მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
მათ შორის არიან დიმიტრი ბიძინაშვილი, გიგი უგულავა და სხვა პატრიოტები, რომლებიც იცავენ ქვეყნის
მომავალს და გამოხატავენ საკუთარ აზრს.
მეგობრებო, ახლაა დრო როცა საზოგადოებამ, ამ ქვეყნის ნამდვილმა პატრიოტებმა გადამწყვეტი სიტყვა უნდა ვთქვათ თავისუფლებისა და დემოკრატიის გადარჩენისთვის ბრძოლაში.
მოძალადე რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების დაშინებას ცდილობს. მივმართავ მათ: ეს თქვენ უნდა გეშინოდეთ ქართველი ხალხის.
საქართველო არსებობს ქართველი ხალხისთვის და არა ივანიშვილისთვის.
სოლიდარობა ყველა უკანონო პატიმარს!
ბრძოლა გრძელდება! ახლა მთავარია ერთიანობა და უწყვეტი პროტესტი!”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება