სამწუხაროდ, გვაქვს მაგალითები, როდესაც უცხოური ფული კანონის გვერდის ავლით ხვდება ქართულ პოლიტიკაში – კლასიკური მაგალითია პოლიტიკური პარტია „დროა“

სამწუხაროდ, გვაქვს მაგალითები, როდესაც უცხოური ფული კანონის გვერდის ავლით ხვდება ქართულ პოლიტიკაში – კლასიკური მაგალითია პოლიტიკური პარტია „დროა“
სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს მაგალითები, როდესაც კანონის გვერდის ავლით ხდება უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, უცხოური ფულის ქართულ პოლიტიკაში გამოყენების კლასიკური მაგალითია პარტია „დროა“, რომლის დამფუძნებელმაც თავად აღიარა, რომ ასევე მისი ენჯეო „დროა“ იღებს დაფინანსებას და შემდეგ პოლიტიკური პროცესებისთვის იყენებს.
„ძალიან კლასიკური მაგალითია პოლიტიკური პარტია „დროა“ და ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „დროა“, სხვა პარტიებიც, მაგრამ ამ ორივეს დამფუძნებელმა თავად აღიარა, რომ დიახ, იღებს ენჯეო „დროა“ დაფინანსებას და მერე ამას პოლიტიკური პროცესებისთვის იყენებს, რაც ჩვენ ვნახეთ იგივე მოლოტოვის კოქტეილების დამზადებაში და პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობაში, რადიკალურ პროცესებში და ა.შ.“,– განაცხადა მაჭარაშვილმა.
Previous: არაერთი შემთხვევა გვაქვს, რომ ერთი და იგივე ადამიანები ერთდროულად არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები – სინამდვილეში ისინი არიან კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წევრები

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ამოცანა იყო შემდეგი 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით ეკონომიკის გაზრდა, EMAAR ჯგუფის ინვესტიციის პირობებში დამატებით მილიარდობით ლარით შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა

მშვიდობის შენარჩუნება, სათანადო პოლიტიკა და ხედვა, რომელიც აქვს ჩვენს მთავრობას, გახდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც უბიძგა ჩვენს მეგობრებს, გაერთიანებულ საამიროებში, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულიყო ასეთი მასშტაბური ინვესტიცია

ჩვენი დელეგაციის და მისი ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის დამსახურებაა ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობისა და შესაბამისად, არჩევნების არაღიარების თაობაზე