სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ერთი კი არა რამდენიმე ოლიგარქია, როგორც ჩანს პარტიების უმრავლესობას ყველას თავ-თავისი ოლიგარქი ჰყავს – მიხეილ დაუშვილი

პრეზიდენტს არ ეთანხმება არც ოპოზიციის ნაწილი. პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი მიიჩნევს, რომ მთავარია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ვის მიიჩნევენ ოლიგარქად.
“ვის ვინ ჰგონია, ვის როგორ ჰგონია, მთავარი არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი ყველაზე ახლო მოკავშირეები ვის მიიჩნევენ ქვეყანაში ოლიგარქად. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ერთი კი არა რამდენიმე ოლიგარქია. როგორც ჩანს პარტიების უმრავლესობას ყველას თავ-თავისი ოლიგარქი ჰყავს და ეს კიდევ უფრო მძიმე რეალობაა. არ მინდა ახლა სახელებით და გვარებით საუბარი, ყველასთვის ძალიან გასაგებია კეზერაშვილი იგულისხმება თუ კიდევ ვინ,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების გაშავება უნდა იმ კაცის ტელევიზიას, რომელიც საკუთარ სამშობლოს 1,5 მილიარდი დოლარის წართმევას უპირებდა პარიზის არბიტრაჟის მეშვეობით- რასაც ნოდარ მელაძე აკეთებს, ჟურნალისტიკასთან კავშირში არ არის