სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია გადაიქცა რადიკალების ერთგვარ მხარდამჭერ რუპორად, რომლებიც არ ინტერესდებიან რეალური ინფორმაციით

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია გადაიქცა რადიკალების ერთგვარ მხარდამჭერ რუპორად, რომლებიც არ ინტერესდებიან რეალური ინფორმაციით
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია გადაიქცა რადიკალების ერთგვარ მხარდამჭერ რუპორად, რომლებიც არ ინტერესდებიან რეალური ინფორმაციით, – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის განცხადება.
გივი მიქანაძის თქმით, მხოლოდ და მხოლოდ ახალისებენ, ცდილობენ დაასხან წყალი იმ წისქვილზე, რომელიც რადიკალების დღის წესრიგს ემსახურება.
„ნულია ფასი იმ განცხადებების, რომელშიც სიმართლეზე არ არის ორიენტირი, რომელშიც არ ხდება იმ სამართლიანობის და იმ რეალობის აღქმა, რაც ქვეყანაშია შექმნილი“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
სენატორი ჯინ შაჰინი გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით სოციალურ პლატფორმაზე განცხადებას ავრცელებს. შაჰინი წერს, რომ ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია