პრემიერლიგის მე-11 ტურში “ბრაიტონმა” “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა.
23-ე წუთზე “ქალაქელები” ერლინ ჰოლანმა დააწინაურა, მეორე ტაიმი “თოლიების” სრული უპირატესობით წარიმართა, ფაბიან ჰიურცელერის გუნდმა არაერთი შანსი მიიღო, თუმცა პირველი გოლის გატანა ცვლილებაზე შემოსულმა ჟოაო პედრომ 78-ე წუთზე მოახერხა.
გატანილი გოლიდან 5 წუთში კი ასევე ცვლილებაზე შემოსულმა მეტ ო’რაილიმ “ბრაიტონი” წინ გაიყვანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, “მანჩესტერ სიტი” ზედიზედ მეოთხე მატჩში დამარცხდა, რაც გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოხდა. “ქალაქელები” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 23 ქულით მეორე ადგილს
იკავებენ და ჩემპიონატის ლიდერ “ლივერპულს” 5 ქულით ჩამორჩებიან, “სიტი” მორიგ შეხვედრას 23 ნოემბერს, “ტოტენჰემის” წინააღმდეგ გამართავს.
“ბრაიტონი” 19 ქულით მე-4 ადგილზეა, “თოლიები” 23 ნოემბერს, “ბორნმუთს” დაუპირისპირდებიან.