სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე, ზურა ხაჩიძე, საკუთარ ჯგუფთან “ქუჩის ბიჭები” ერთად, საახალწლოდ რეგიონის 3 ქალაქში იმღერებს. როგორც ადგილობრივი გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” წერს, კონცერტები ახალციხეში, ასპინძასა და ბორჯომში გაიმართება. ცნობილია, რომ მხოლოდ ბორჯომსა და ასპინძაში სიმღერისთვის ისინი სულ მცირე 26 ათას ლარს მიიღებენ.
გამოცემა ასევე წერს, რომ ჯგუფი 27 დეკემბერს კონცერტს ასპინძაში გამართავს, 30 დეკემბერს – თელავში, 31 დეკემბერს – ქობულეთში, 3 იანვარს – ახალციხეში, 4 იანვარს კი ბორჯომში.
საახალწლო კონცერტებთან დაკავშირებით, ბორჯომის და ასპინძის მუნიციპალიტეტების მერიებს ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს.
ბორჯომი – მომღერალთა ჰონორარი (გადასახადების ჩათვლით):
· ნინი ქარსელაძე – 1 951.53 ლარი;
· ქუჩის ბიჭები – 13 010.20 ლარი;
· რეზო და ბავშვები – 10 408.16 ლარი.
ასპინძა – მომღერალთა ჰონორარი (გადასახადების ჩათვლით):
· რუსა მორჩილაძე – 1960 ლარი;
· ნინი ქარსელაძე – 1960 ლარი;
· ალილო – 9 850 ლარი;
· ქუჩის ბიჭები – 13 100 ლარი.
შეგასენებთ, რომ ჯგუფი “ქუჩის ბიჭების” დამფუძნებელი ზურა ხაჩიძე 2019 წლის 12 ივნისიდან სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის მოადგილეა.
